- გენერალური ერთობლიობა
- • სოციოლინგვისტური თვალსაზრისით არის ყველა იმ ინდივიდთა სიმრავლე, რომელთა ენობრივი თავისებურებები კონკრეტული სოციოლინგვისტური გამოკვლევის ობიექტს წარმოადგენს.Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002• ყველა იმ ადამიანთა ერთობლიობა, ვისაც ახასიათებს ის სოციალურ-დემოგრაფიული თვისებები, რომელთა შესწავლაც მკვლევრის მიზანს წარმოადგენს. გამოკვლევის ობიექტიდან გამომდინარე, გენერალური ერთობლიობა შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის აზრის შესწავლა, გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე; თუ შევისწავლით ქართველი ქალების დამოკიდებულებას ამა თუ იმ პრობლემისადმი, გენერალური ერთობლიობაა საქართველოში მცხოვრები ქალები.Source: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.